ფინანსური აუდიტის ჩატრების პროცესში აუცილებელია კომპანიის ფინანსური რისკების შეფასებაც. ამიტომ აუდიტორი ვალდებულია გადასახადების სწორად გადახდის კუთხითაც შეაფასოს კომპანიის საქმიანობა. ამისათვის მან აუცილებლად უნდა გადახედოს კომპანიის საგადასახდო დაბეგვრის საკითხებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ფინანსური აუდიტის ჩაბარება მოიცავს საგადასახადო აუდიტსაც, – ეს ერთ-ერთი ის კომპონენტია, რომლის გამოც აუდიტორულ კომპანია „არბიტრანსის“ გენერალური დირექტორი გოჩა ჭოლოკავა ფინანსურ აუდიტს საგადასახადოს ამჯობინებს.
„მეტრონომთან“ ინტერვიუს დროს გოჩა ჭოლოკავა აცხადებს, რომ აუდიტორულ კომპანიაში ქვედა რგოლების არაკომპეტენტურობამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორი აუდიტორიული დასკვნის გამოტანა და სწორედ ეს არის მისი კომპანიის სიძლიერე – ყველა მიმართულებით კვალიფიციური კადრების არსებობა, რაც აუდიტის დროს შეცდომის დაშვებას გამორიცხავს.
გოჩა ჭოლოკავა: ბატონო გოჩა, რომ გვითხრათ რა არის ფინანსური აუდიტი და რატომ უნდა ჩაატაროს ის ბიზნესმენმა საკუთარ კომპანიაში?
მეტრონომი: ჩვენთან თითქმის ყველანაირ შემოწმებას აუდიტს ეძახიან. თუმცა, ბიზნესი თავის მხრივ, აუდიტში მოიაზრებს ფინანსურ აუდიტსაც, რაც კომპანიის დამფუძნებლების მიერ ბიზნესში ჩადებული ინვესტიციების ეფექტურად განხორციელების კონტროლს გულისხმობს. დამფუძნებლები ამოწმებენ რამდენად მომგებიან პოლიტიკას ახორციელებენ აღმასრულებელი დირექტორები.
ჩვენთან აუდიტის ცნებაში მხოლოდ საგადასახადო აუდიტი მოიაზრებოდა. არსებობდა სტერეოტიპი, რომ აუდიტორი ეხმარებოდა ბიზნესმენს, საგადასახადო სამსახურის „შემოტევების“ მოგერიებაში, გადასახადებისგან თავის დაღწევასა და ა.შ. კი ბატონო, ეს ასეც უნდა ყოფილიყო. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ბიზნესმენები და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები ერთი და იგივე პიროვნებები არიან. გარკვეული დროის მერე, წარმატებული პიროვნება ერთი სფეროდან მეორეში გადადის ან, უბრალოდ, წლები ემატება და საპენსიო ასაკი უწევს. აქედან გამომდინარე, ისმევა კითხვა, როგორ აკონტროლოს მან წარმატების გზაზე დაყენებული საკუთარი კომპანია. როგორ არის ეს საკითხი გადაწყვეტილი განვითარებულ ქვეყნებში? მაგალითად, ინგლისის, ამერიკის საფონდო ბირჟაზე ყიდულობ აქციებს და გინდა გარანტია, რომ შენი ფული სწორი მიმართულებით წავა და მას აღმასრულებელი დირექტორი სწორად განკარგავს, არ დადებს კომპანიის სახელით წამგებიან გარიგებებს ანაც სულაც არ მიითვისებს თანხებს. სწორედ აქედან ჭირდება აქციების ან კომპანიის მფლობელს აუდიტორული კომპანიის დახმარება.
-კონკრეტულად რას გულისხმობთ ფინანსურ აუდიტში და რას მოიცავს ის?
-აუდიტი არის შემოწმების პროცესი – სწორად მუშაობენ თუ არა თანამშრომლები, ისეთ გარიგებაში ხომ არ შედიან, რომ იქიდან პირადი სარგებელი მიიღონ.
არის შემთხვევები, როდესაც შიდა ინფორმაციას იყენებენ. მაგალითად, მე თუ ვიცი, რომ მსხვილ კომპანიასთან მილიონიან კონტრაქტს ვდებ, ჩემი კომპანიის აქციები კვოტირებულია და გარიგების მერე მას ფასი მოემატება, ამ აქციებს ვიყიდი. გამოდის, რომ მე შიდა ინფორმაცია გამოვიყენე და აქციების ფასთა სხვაობით მიღებული შემოსავალი კომპანიის მფლობელებისგან მივითვისე. სხვათა შორის, ასეთ საქციელი განვითარებულ ქვეყნებში დასჯადია. აუდიტი კი მსგავს სიტუაციებსაც ამოწმებს.
ხშირად კომპანიის მფლობელებს ნიჰილისტური განწყობა აქვთ და თვლიან, რომ მათ ფინანსური აუდიტის განხორციელება არ ჭირდებათ. ამ დროს ცოტა რთულია ამის ახსნა, რომ ხვალ და ზეგ მათ აუდიტის სამსახური აუცილებლად დაჭირდება.
ელემენტარულად, როდესაც ბიზნესმენი კომპანიის წილს ყიდულობს, როგორ უნდა შეამოწმოს მისი ფინანსური ანგარიშგება? რა გარანტია აქვს, რომ კომპანიაში სწორი ბუღალტერიაა? თუ აუდიტის დასკვნა არ გაქვს, გამოდის, რომ საქმეში თანხა ბრმად ჩადე.
სხვათა შორის, აუდიტორი 100%-იან დასკვნას არ წერს, არსებითობის ცნება არსებობს და დასკვნა სწორედ არსებითობის ფარგლებში იდება.
-რა განსხვავებაა ფინანსურ და საგადასახადო აუდიტს შორის?
-კომპანიის ფინანსური რისკებიდან ერთ-ერთი მთავარია საგადასახადო რისკი. აუდიტორმა კომპანიის შემოწმების დროს საგადასახადო დოკუმენტები უნდა მიმოიხილოს. ფინანსური აუდიტის დროს, იძულებული ხარ საგადასახადო კუთხითაც შეამოწმო კომპანიის საქმიანობა და ამ დროს ყველაფრის თავიდან გადახედვა ხდება. რეზიუმეს სახით რომ ვთქვათ, ფინანსური აუდიტის ჩაბარება მოიცავს საგადასახადო აუდიტსაც. რასაკვირველია, ისეთი მასშტაბით არა როგორც ცალკე საგადასახადო აუდიტის ჩატარება, მაგრამ იმ დონეზე მაინც რომ გადასახადის გადხდების სისწორე შეაფასო. ფინანსურ რისკი მოიცავ გადსახადების არსწორად დაანგარიშება-გადახდის რისკსაც ამიტომ მას ვერ შეაფასებ თუ თუ თუნდაც შეზღუდული საგადასახადო აუდიტი არ ჩაატარე. ამიტომ ვანიჭებ მე უპირატესობას ფინანსურ აუდიტს და არა საგადასახადოს. დამფუძნებელი ფინანსური აუდიტით უფრო საფუძვლიანად იგებს თუ რა ხდება მის კომპანიაში.
ფინანსური აუდიტი ყოველმხრივია. ბუღალტერი თანხებზე გარკვეულ ეტაპამდეა პასუხისმგებელია, მაგრამ გარკვეულ დონემდე შემდეგ, მას ვალდებულება ეხსნება. ერთ მაგალითს მოვიყვან. ერთ-ერთ კომპანიაში ახლახანს აუდიტი ჩავატარეთ, რომელიც საგადასახადო კუთხით იყო შემოწმებული და დაარიცხეს 40 თუ 50 ათასი ლარი ჯარიმა, საკმაოდ მსხვილი კომპანიაა. ფინანსური აუდიტის შემდეგ 900 000-მდე დაუდასტურებელი ხარჯი აღმოვაჩინეთ. თანხები სალაროდან და ბანკიდან გატანილია, ანგარიშვალდებულ პირს თანხის მიღებაზე ხელი მოწერილი აქვს, განაცემები საშემოსავლოთი დაბეგრილია და შესაბამისად, საგადასახადო სამსახურს აღარ აინტერესებს, მაგრამ რა იყიდა 900 000 ლარით კომპანიამ, ამის საბუთები არაა. სად წავიდა თანხა, ეს აუდიტორი გამოსაკვლევი არ არის. ჩვენ დასკვნაში წერია, რომ 900 000 თანხა არ არის დოკუმენტირებული ანუ „გამქრალია“. საგადასახადომ უნდა დაადგინოს სწორად უხდი თუ არა სახელმწიფოს, მაგრამ ფული მოგპარა თუ არა ვინმემ ეს საგადასახადოს საქმე არ არის, ამის აღმოჩენა და რეაგირება კი არის ფინანსური აუდიტის საქმე.
-რატომ „არბიტრანსი“, რა უპირატესობა აქვს თქვენს კომპანიას?
-დღეს ძალიან ბევრ კომპანიას მიენიჭა აუდიტორული კომპანიის სახელი და მათი რაოდენობა 200-ს აცდა, მე ვფიქრომ ამდენი აუდიტორული კომპანია ძალიან ბევრია. ხაზს ვუსვამ კომპანიები რომლების ფინანსურ აუდიტს ატარებს. ჩემი აზრით 60-მდე კომპანია სრულიად საკმარისია. მე არ ვლაპარაკობ კომპანიებზე რომლებიც ბუღალტრულ და საგადსახადო მომსახურებას ეწევიან. მე ვფიქრობ, მომსახურების ხარისხის აწევის ხარჯზე მათი ოდენობა უნდა გაიზარდოს კიდეც.
კომპანია არბიტრანსს სერტიფიცირებულ აუდიტორებთან ერთად, ბიზნესის შეფასებისა და მოძრავი ქონების სერტიფიკატების მქონე ადამიანებიც ყავს გუნდში. ჩვენი აუდიტორული კომპანია „არბიტრანსი“ ყველა მიმართულებით მუშაობს და მხოლოდ ერთ საკითხს არ იკვლევს.
„არბიტრანს“ შეუძლია, ფინანსური შეფასება გააკეთოს, „არბიტრანს“ შეუძლია ქონების შეფასება გააკეთოს, „არბიტრანს“ შეუძლია უძრავი ქონებისა და არამატერიალური ქონების შეფასება გააკეთოს, „არბიტრანს“ შეუძლია ძირითადი საშულბების შეფასება გააკეთოს.
თუ მე რომელიმე კომპანიას აუდიტის დროს ეს ყველაფერი აქვს გაკეთებული, არბიტრანსის რომელიმე შესაბამისი ცოდნის მქონე თანამშრომელი ამ ყველაფერს მაინც შეამოწმებს, რადგან ეს ფინანსური აუდიტის ვალდებულებაა. ყველა მიმართულებით გყვავს სათანადო ცოდნის მქონე ადამიანი. ერთი ადამიანი ყველაფრის ექსპერტი ვერ იქნება. იმდენად დიდი შრომა ჭირდება თითოეულ დარგს და იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ გაწვდება.
მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ფინანსური აუდიტი ისეთმა კომპანიამ უნდა ჩაატაროს, რომელსაც ხარისხის კონტროლის სისტემა აქვს დანერგილი. ფინანსური აუდიტი უნდა განახორციელოს ისეთმა პერსონალმა რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს და შეუძლია, გარკვეულ საკითხებს გარკვეულ დონეზე სწორი ინტერპრეტაცია მისცეს. ქვედა რგოლების არაკომპეტენტურობამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორი აუდიტორიული დასკვნის გამოტანა.