ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კარასინი”: რუსეთი ჟენევის დისკუსიების ფორმატის რეფორმირებას გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთს ჯერ არ უფიქრია ჟენევის დისკუსიებზე თავისი სტატუსის ამაღლების შესახებ ამიერკავკასიის საკითხებთან დაკავშირებით, რადგან მისი რეფორმირების განხორციელებაზე ფიქრობს.

“რია ნოვსტის” ინფორმაციით, კარასინმა პასუხი გასცა კითხვას, – აამაღლებს თუ არა მოსკოვი დისკუსიებში თავისი მონაწილეობის დონეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ.

„ჯერ ჩვენ ამაზე არ გვიფიქრია. ჩვენ ვფიქრობთ ჟენევის დისკუსიების რეფორმირებაზე, რადგან ბევრის მიღწევას ვერ ვახერხებთ. თუმცა, კარგია, რომ ადამიანები ჩამოდიან. ეს უკვე სტაბილურობის ფაქტორია“, – განაცხადა კარასინმა.

 

იტვირთბა....