ექსპერტი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში ჟენევის მოლაპაარაკების მორიგი რაუნდის შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ ამ მოლაპარაკებების დროს, ათი წლის განმავლობაში, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.
“დიდი ვაი-უშველებელის მიუხედავად ჟენევის მორიგი რაუნდი დამთავრდა ისე როგორც აქამდე ყოველთვის მთავრდებოდა – არაფრით.
წინადადება შემომაქვს ივნისამდე მაინც (მორიგ რაუნდამდე) შევეშვათ ამ ჟენევის ფორმატს და ვიმსჯელოთ ისეთ თემებზე როგორიცაა ეკონომიკა, კრიმინალი და განათლება.
ათი წელია ეს ჟენევის დიალოგი მიდის და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება: ჩვენ რუსებს არ ვთანხმდებით, რუსები – ჩვენ. რაა ამაში გაუგებარი? რატომაა ყველა რაუნდის წინ დრამები?”, – წერს შარაშენიძე.