“კურიერის” ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 15 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, გადაკეტილი იყო საავტომობილო გზები. მიზეზი კი მორიგი გიგანტური ხეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ეზოში გადააქვთ.
გუშინ ხე სოფელ ინგირიდან კახათში გადაიტანეს. ყოფილი პრემიერის ეზოში გადასატანად სამი ხე – ორი ევკალიპტი და დასავლური მუხა გამზადებულია.
კახათამდე მისასვლელად საჭირო გახდა ელექტრო გადამცემი ხაზების ჩახსნა, თუმცა გიგანტური ხე რამდენიმე ადგილას მაინც ვერ გაეტია.