ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ტვინის შერყევა და მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს დაზიანებული”: ექიმი დაშავებულ მოზარდზე

რამდენიმე საათის წინ თბილისში 13 წლის მოზარდზე ძალადობა მოხდა. სამართალდამცავებმა არასრუწლოვანის ცემის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. მოზარდი თვალის და თავის არეში მიღებული დაზიანებების გამო კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, არასრულწლოვანს ტვინის შერყევა და მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს დაქვეითებული.

“გადაუდებელი დახმარების შოკის დარბაზშია მოთავსებული კონტაქტურია კითხვებზე პასუხს გვცემს, კისერზე აქვს ტრაგულაციური ხაზი ამჟამად მიდის პაციენტის კვლევები, კომპიუტერული კვლევით ანატომიური დაზიანებები არ აღენიშნება.  კლინიკურად აქვს ტვინის შერყევის ნიშნები, მხედველობა მარჯვენა თვალში დაქვეითებული აქვს” – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. მას ბრალად 13 წლის მოზარდზე ძალადობა ედება.  მეზობლების თქმით, დაკავებულმა მოზარდს სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

როგორც შსს-მ “მეტრონომს” განუცხადა, გამოძიება 126-ე მუხლის 2-ე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დაწყებულია, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

შსს-ში განაცხადეს, რომ ამ საქმეზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ.

იტვირთბა....