ახალი ამბები მთავარი სამართალი

13 წლის მოზარდის ბებია: “თვალებიდან ჩამოსდიოდა სისხლის მდინარეები”

13 წლის არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე, მსხვერპლი მოზარდის ბებია ყვება, რომ მის შვილიშვილს ტვინის შერყევა აქვს, თვალებიდან კი სისხლი სდიოდა. მისი თქმით, მოზარდზე სავარაუდოდ, ლიფტში იძალადეს.

“მეუბნებოდა, ვკვდები ბებო, მშვიდობითო. გამოიყვანეს, თვალიდან მდინარედ სდიოდა სისხლი. გამოიყვანეს, შეიყვანეს სადღაც ოთახში. დაიჭირეს არაქართველი, როგორც ამბობენ, ეროვნებით რუსია. ლიფტში გამოუჭერია, გაუჩერებია. ბავშვი 13 წლისაა, მერვე კლასში. ტვინის შერყევა აქვს და ორივე თვალი დაბრმავებულია, თვალებიდან ჩამოსდიოდა სისხლის მდინარეები, ბუშტები ედო თვალებზე. ნაცემია საშინლად” –  განაცხადა ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანის ბებიამ.

დღეს, რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის მოზარდზე უცხო ქვეყნის მოქალაქემ იძალადა. სამართალდამცავებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. მას ბრალად მოზარდზე ძალადობა ედება.

მეზობლების თქმით, დაკავებულმა მოზარდს სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

როგორც შსს-მ “მეტრონომს” განუცხადა, გამოძიება 126-ე მუხლის მე- 2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

შსს-ში განაცხადეს, რომ ამ საქმეზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ.

იტვირთბა....