ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “ტატუნაშვილის საქმის ფონზე, ჟენევაში არ უნდა წავსულიყავით”

მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არ უდნა შემდგარიყო ჟენევის მოლაპარაკების ეს რაუნდი. ეს იქნებოდა პროტესტის გარკვეული ფორმა, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგის შეფასებით, ამ პირობებში ჟენევის მოლაპარაკებაში საქართველოს მონაწილეობა იდიოტიზმია.

“მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არ უდნა შემდგარიყო ჟენევის მოლაპარაკების ეს რაუნდი. ეს იქნებოდა პროტესტის გარკვეული ფორმა. ვხედავთ რა ხდება მთელ სამყაროში. გასაგებია, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა არ გვაქვს და ვერავის გავაძევებდით. თუმცა, ის, რომ ტატუნაშვილის საქმის ფონზე, ჟენევის მოლაპარაკების ეს რაუნდი არ გამართულიყო, ეს იქნებოდა პროტესტის შედარებით რბილი, მაგრამ მაინც გამოხატულება.

არ მესმის საერთოდ რაზე უნდა ილაპარაკონ ჟენევის მოლაპარაკებაზე. დღევანდელი გლობალური ტენდენციებისგან გამომდინარე, ამ მოლაპარაკების კონტექსტი ნულია. ვიღაცას ჟენევაში გასეირნება უნდოდა, მივლინების ფული აღებული ქონდა და ვეღარ “გააჰაიებდა”, ამ დონემდე დავიდა ყველაფერი. ამ პირობებში ჟენევის მოლაპარაკებებზე დაჯდომა არის სრული იდიოტიზმი და სიბრიყვე. რაზე უნდა ილაპარაკონ, ძალიან მაინტერესებს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში მოლაპარაკებები პირველ და მეორე ჯგუფებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე ცოტა ხნის წინ დაიწყო.

იტვირთბა....