„კრონოშპანის” ახალი, ინოვაციური, 2018-19 წლის ფერები უკვე საქართველოშია. კომპანია ,,კასტას’’ ევროპაში ხარისხით და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საავეჯე მასალები საქართველოში უკვე ხუთი წელია ჩამოაქვს. ყოველ წელს ხდება ახალი ფერების დამატება და წელსაც გვთავაზობენ განახლებულ კოლექციას. ასევე საინტერესოა კომპანიის მიერ წელს ჩამოტანილი სამზარეულოს ზედაპირების უახლესი კოლექცია,რომელსაც დაფარვის მაღალი ხარისხი გააჩნია.
როგორც ვიცით, სახლის ინტერიერის – საკითხი და განსაკუთრებით სამზარულოს მოწყობა საკმაოდ რთული საკითხი გახლავთ, რადგანაც სამზარეულოს შემთხვევაში, აღნიშნული სივრცე ვიზუალთან ერთად ჯანმრთელობასთანაც არის დაკავშირებული. ამიტომ სამზარეულოს ინტერიერის შერჩევისას ორივე მხარე მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოთ, ლამაზი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელიც. სწორედ ეს პრობლემა კომპანია „კასტამ“ თავის მომხმარებლებს უკვე გადაუჭრა და სამზარეულოს ზედაპირების საუკეთესო კოლექცია საქართველოში შემოიტანა.
სამზარეულოს ზედაპირი – ადგილი, რომელზეც საკვებს ყველაზე მეტი შეხება აქვს და რომელიც ჯანმრთელობის კუთხით ყველაზე მეტად პრობლემურია. თუ გინდათ, რომ სამზარეულო დიდ ხანს გემსახუროთ და არც ჯანმრთელობასთან პრობლემები არ შეგექმნათ, ამისთვის კომპანია „კასტას“ მიერ შემოტანილი სამზარეულოს ზედაპირები ნამდვილად თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
ცნობისთვის, „კასტა“ ავეჯის მასალების ბაზარზე საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის ავეჯის მასალაზე აკეთებს.
კომპანია ,,კასტა“ 2007 წელს დაარსდა და მის ძირითად საქმიანობას ლამინირებული მერქან ბურბუშელოვანი (დსპ) და მერქანბოჭკოვანი (მდფ) ფილების იმპორტი, ჭრა და რეალიზაცია წარმოადგენდა.
2013 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ავეჯის მასალების წამყვან ევროპულ ბრენდ ,,კრონოშპანთან’’. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების ძირითადი მიზანი ბაზარზე ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი მასალის შემოტანა იყო. კომპანიისადმი დაინტერესება გაიზარდა იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც მუშაობენ: საბავშვო ბაღების, სკოლების, უნივერსიტეტების და სამედიცინო დაწესებულებების ავეჯის დამზადებაზე.
,,კრონოშპანის“ მასალა თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. ამ მასალისგან დამზადებული ავეჯი და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
,,კრონოშპანის“ პირველი ქარხანა 1897 წელს ავსტრიაში გაიხსნა. მას შემდეგ კომპანიამ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში 49 ქარხანა გახსნა.