“კურიერის” ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში პირველი განცხადება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა გააკეთა. ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემარჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას, ინციდენტი უწოდა.
„ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოდით, ვისაუბროთ, როგორც ინციდენტზე. განვიხილავთ ამ საკითხსაც, ცხადია, რომ საქართველო ამ საკითხს დააყენებს და ოსური მხარეც გასცემს პასუხს. ვერ გავაკეთებ კომენტარს – აწამეს თუ მოკლეს, ოსური მხარე წარმოადგენს თავის ხედვას და დასკვნასაც გამოვიტანთ,“- განაცხადა დაურ კოვემ.
მისი თქმით, ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაზე ყველა მხარემ უნდა იმუშაოს.