ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

შარაშენიძე: “იმედია, დღევანდელ ჟენევის მოლაპარაკებაზე აფხაზების ეგოს არავინ აამებთ”

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე ჟენევის დღევანდელი შეხვედრის წინ სოციალურ ქსელში წერს, რომ იმედია, ქართული მხარე აფხაზების ეგოს არ აამებენ.

“აფხაზებს რატომღაც უნდათ თავდაუსხმელობის შეთანხმება გავუფორმოთ.

ნეტავ რატომ? თავს დავესხმით?

ვერა. ძალიანაც რომ გვინდოდეს ვერ ვიზამთ, რადგან იქ რუსული ბაზა დგას.

ისე კი რომ გავუფორმოთ ეს სულაც არ გამორიცხავს რომ ოდესღაც შეიძლება შეთანხმება დავარღვიოთ. ეგეთების მეტი რა მომხდარა.

ამ არგუმენტებს რომ ეუბნები ბოლოს პასუხად იღებ:

“ეგ მართალია, მაგრამ მაინც გვინდა. ჩვენს ეგოს სჭირდება. ამით რაღაცნაირად გვაღიარებთ!”

ეს დღევანდელი ჟენევის შეხვედრის წინ, რომელზეც იმედი მაქვს მათ ეგოს არავინ აამებს. ბოლოსდაბოლოს ომი მათ მოიგეს და შეირგონ, დატკბნენ”, – წერს შარაშენიძე.

იტვირთბა....