ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მანდარინები“ მსოფლიოს 250 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა

ქართულ-ესტონური ფილმი “მანდარინები” მსოფლიოს 250 საუკეთესო ფილმებს შორის მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია  პორტალ IMDb-ის რეიტინგის მიხედვით ვრცელდება.  ვებგვერდის მონაცემებით, “მანდარინების” რეიტინგი 8.0 და ამ დროისთვის ის 243-ე ადგილზეა.

რეჟისორ ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონური ფილმი „მანდარინები“ პორტალ IMDb-ის ვერსიით 250 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.

ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძეა. 2013 წელს გადაღებულ ფილმს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. 2015 წელს „მანდარინები“ ოსკარზეც იყო წარდგენილი – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.  IMDb-ის მონაცემებით, საუკეთესო ფილმების რეიტინგში პირველ ადგილზეა „გაქცევა შოუშენკიდან“.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....