საქართველომ საფეხბურთო ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ლიტვის მერე ესტონეთიც დამაჯერებლად დაამარცხა.
ქართველები, ლიტვისგან განსხვავებით, ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდნენ მოედანზე. თუმცა, პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი. ჯერ მატჩის დებიუტში ჯემალ ტაბიძემ გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ ამერიკული “სან ხოსეს” შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა გულშემატკივრებს პატარა შედევრი შესთვაზა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
https://youtu.be/g1D1nb9Qn3M