ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტი 5 ივნისამდე გადაიდო

მოსკოვში Crocus City Hall-ში ნანი ბრეგვაძის კონცერტი 5 ივნისამდე გადაიდო. ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი მოსკოვის Crocus City Hall–ში 28 მარტს იყო დაგეგმილი. ანოტაციის მიხედვით, კონცერტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ეკა მამალაძე, ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი და ნინო ქათამაძე.

კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში დაღუპვის გამო შესაძლოა კონცერტი გადადებულიყო.

წყარო “ნეტგაზეთი”

იტვირთბა....