ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სასმართლო პროცესი გუშინ შედგა. დაცვის მხარე ხურციძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში, 2017 წლის წლის ივლისში, 15 ქართველთან ერთად დააკავეს, რომლებსაც ბრალად “დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობა” ედებოდათ. ხურციძესთან ერთად დაკავებული იყო კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი. თუმცა მაყაშვილი მალევე გათავისუფლდა, ხოლო ხურციძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.