შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს განაცხადა, რომ 1 წლის განმავლობაში, საქართველოს 192 453-მა მოქალაქემ განახორციელა 258 663 ვიზიტი ევროკავშირის/შენგენის ზონაში, ხოლო 1001 ადამიანს უარი ეთქვა საზღვრის გადაკვეთაზე.
რაც შეეხება იმას, რამდენმა ადამიანმა დაარღვია ევროკავშირში ყოფნის ვადები, ნინო ჯავახაძის განცხადებით, ეს მონაცემი გარკვეული მიზეზების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს.
ნინო ჯავახაძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომლის მიხედვითაც შემოდგომისთვის უნდა შემცირდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებლები.
„იმ ღონისძიებებით, რომელსაც ვატარებთ, ვფიქრობთ, შემოდგომამდე შესაძლებელი იქნება თავშესაფრის მოთხოვნის ტენდენცია კლებისკენ შეიცვალოს.
მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვრის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.