ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდიერი: “წულუკიანი მფარველობდა პაპუნა უგრეხელიძეს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ”

თეა წულუკიანის  ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ჯანდიერი ამბობს, რომ როგორც დადასტურდა, თეა წულუკიანი მფარველობდა პაპუნა უგრეხელიძეს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

”ის ფაქტები, რომლებიც გახმაურდა, ერთადერთი გადაწყვეტილების გამოტანის საშუალებას უტოვებს ”ქართულ ოცნებას”, რომ იუსტიციის მინისტრი გადააყენონ თანამდებობიდან. როგორც დადასტურდა, ის მფარველობდა, რომ ეს ამბავი არ გამხდარიყო საჯარო. ის მფარველობდა პირს, რომელიც რეალურად სახალხო დამცველის მიერ არის მხილებული სექსუალურ შევიწროებაში. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, რომ ქვეყნის იუსტიციის მინისტრს წლების განმავლობაში მუდმივად ამხელდნენ შრომითი უფლებების დარღვევაში, არა ერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია ამის შესახებ მედიის მეშვეობით. ეს ყველაფერი არის მაგალითი იმის, რომ იუსტიციის სამინისტროში არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც თანამშრომელს, თუ მინისტრისგან მფარველობა არ აქვს, ჩაგრავენ”, – თქვა ჯანდიერმა.

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა.

იტვირთბა....