„ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს თბილისის მერმა კახა კალაძემ უპასუხა, რომლის თანახმადაც მერმა ქალაქის ბიუჯეტიდან თანხები მილანში ყოფნის დროს არამიზნობრივად დახარჯა.
“სასაცილოა ამაზე ლაპარაკი. კალაძეს იტალიაში კი არა, საერთოდ…. არ მინდა ამაზე ლაპარაკი. თმები შევიჭერი მილანში. ეს არის ჩემი პასუხი ხაბეიშვილის განცხადებაზე. ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ქალაქის ბიუჯეტიდან დავხარჯე თანხები, იქ კიდევ ვიღაცეები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. მერე თმები შევიჭერი, არ ვიცი მოგწონთ თქვენ თუ არა. ესეც ქალაქის ბიუჯეტით გავაკეთე”, – განაცხდა კალაძემ.
რა ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ქალაქის ბიუჯეტის თანხებით, კალაძემ კომენტარი გააკეთა.
“არაფერი, ისე უბრალოდ წავედი გასართობად ქალაქის ბიუჯეტით. მერე ღამის კლუბშიც წავედი. კიდევ გავიხსენებ და წერილობით მოგაწვდით“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. როგორც პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან და საერთშორისო ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტთან ერთად, ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში იმყოფებოდა, რაც ბიუჯეტს 14 500 დოლარი დაუჯდა.