პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან დღემდე, უვიზო რეჟიმით საქართველოს 192 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მისი თქმით, შესაძლოა, თითოეულმა მოქალაქემ საზღვარი რამდენჯერმე გადაკვეთა, შესაბამისად, დაფიქსირებულია საზღვრის 250 ათასზე მეტი კვეთა.
„ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან უვიზო რეჟიმით საქართველოს 192 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. თითოეულმა მოქალაქემ შესაძლოა, საზღვარი რამდენჯერმეც გადაკვეთა ანუ საზღვრის კვეთა სულ 250 ათასზე მეტი გვაქვს“, – განაცხადა ჯავახაძემ.
ამასთან, მისი თქმით, საზღვრიდან 1001 მოქალაქე დაბრუნდა.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს რეადმისიის თვალსაზრისით, ევროკავშირთან საკმაოდ კარგი თანამშრომლობა აქვს.