ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საყვარელიძე: “რუსეთი იმდენივე დეპუტატს გამოყრის, რამდენიც დასავლეთმა ერთად გამოაძევა”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა “ტასთან” საუბარში განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთს აუცილებლად გასცემს პასუხს.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით,“მეტრონომი“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი შეეცდება იმდენივე დეპუტატი გამოაძევოს, რამდენიც დასავლეთმა.

„როგორც წესი საპასუხო ქმედება იქნება პროპორციული, ანუ რამდენსაც ისინი გამოყრინია, რუსები ეცდებიან შესაბამისი ქვეყნებიდან იმდენივე გამოაძევონ“ – განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს მსოფლიოს 23 ქვეყნიდან გააძევებენ. ქვეყნებს დიპლომატიურ უწყებაში მომუშავე დაზვერვის 130 ოფიცერი დატოვებს.

იტვირთბა....