ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ძაბირაძე: „ოცნებაში“ ძალთა გადანაწილების პარალელურად, მაისის ბოლოს სამთავრობო ცვლილებები იქნება

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს. უფრო მეტიც, ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ ეს ცვლილებები მაისის ბოლოს მოხდეს.  მისი თქმით, ამის  მთავარი მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნები და „ქართულ ოცნებაში“ გავლენების შიდაგადანაწილება იქნება.

ძაბირაძე ამბობს, რომ საზოგადოებაში სამთავრობო ცვლილებებს დიდი მნიშვნელობა არ ექნება, ეს უფრო შიდა პარტიული საკითხებია და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება ნაკლებად მოხდება. მისი აზრით, დიდი მნიშვნელობა არა აქვს პრემიერი კვირიკაშვილი იქნება თუ სხვა ვინმე. ამიტომ თუ რაიმე ცვლილება მოხდება, ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს საზოგადოებრივი განწყობით არ იქნება გამოწვეული.

„ქართული ოცნების“ შიგნით, გარკვეული ცვლილებები და გავლენების გადანაწილება ხდება. შესაბამისად ძალიან ბევრი ჭორები დადის იმაზე, რომ სამთავრობო ცვლილებები შესაძლოა უახლოეს მომავალში განხორციელდეს და ეს იყოს მაისის ბოლოს. ეს ცვლილებები უფრო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება მგონია.

რეორგანიზაცია მთელს მთავრობას სჭირდება, თუმცა მთლიან ცვლილებას არ ველი. გადაწყვეტილების მიღება მიანც გუნდის გადანაწილებაზე იქნება დამოკიდებული. დღევანდელი ვითარებიდან და ოპოზიციის მდგომარეობიდან გამომდინარე, „ქართულმა ოცნებამ“ ვინც არ უნდა დაასახელოს, მნიშვნელობა არა აქვს ის არჩევნებს მაინც მოიგებს. უფრო ველი, რომ კვირიკაშვილს მთავრობას რბილად ჩამოაშორებენ და მას საპრეზიდენტო კანდიდატად გადაიყვანენ“,-განაცხადა ძაბირაძემ „მეტრონომთან“.

იტვირთბა....