ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბარამიძე: ” ქვეყანაში ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკა მოქმედებს”

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე , სადაც დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნის შესახებ მსჯელობენ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკა მოქმედებს.

მთავრობის ინიციატივით, სახელმწიფო ისპექტორის სამსახურის შესახებ, პერსონალურ მონაცემთა და პროკურატურის შესახებ კანონებში შედის ცვლილებები.

“ცვლილებების მიხედვით, ჩვენ ფუნქციებს არ ვართმევთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ამ იმსტიტუტს საერთოდ ვაუქმებთ. იგივე საქმეს სახელმწიფო ინპექტორი გააკეთებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონი იხარჯება, ცალკე ინსტიტუტის შექმნა ხარჯებს გაზრდიდა, სადაც ოპტიზაცია შეიძლება რატომაც არა, ამას გავაკეთებთ” – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის სამინისტრო ნარკოპოლიტიკის ალტენატიულ კანონპროექტს წარადგენს, თუმცა ამ კანონპროექტს უკვე აკრიტიკებენ. უწყებათშორისი საბჭოს წევრებმა imedinews-ს უთხრეს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით,  1 გრამი MDMA ისევ განსაკუთრებით დიდ ოდენობად მიიჩნევა, სასჯელი კი 6-დან 11 წლამდე განისაზღვრება. ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი აცხადებს, რომ ეს პროექტი არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ვერ გააუმჯობესებს.

იტვირთბა....