ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სალუქვაძე: რუსეთ-დასავლეთს შორის ნამდვილი დიპლომატიური ომი დაიწყო, რასაც გამალებური შეიარაღება ემატება

უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი და გენერალი ამირან სალუქვაძე “მეტრონომთან” აცხადებს, რომ პუტინი საპრეზიდენტო  ბოლო ვადას  თავისი იდეების განსახორციელებლად და რუსეთის გავლენების აღდგენის მიმართულებით გამოიყენებს. სალუქვაძე ამბობს, რომ  ეს ვადა მან  დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვის ტენდენციის გაძლიერების ფონზე დაიწყო. ექსპერტი ფიქრობს, რომ  რუსეთ-დასავლეთს შორის ნამდვილი დიპლომატიური ომი დაიწყო. ამას ემატება გამალებული შეიარაღება,  რაც მეტად შევა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობები ჩიხში, მეტად საშიში და არაპროგნოზირებადი იქნება რუსეთი.

“რუსეთი ორი მიმართულებით წარმართავს საგარეო პოლიტიკას. პირველი – დასავლური სანქციების მაქსიმალურად შერბილება და რუსეთზე მათი ზეგავლენის შემცირება, მეორე – რუსეთის გავლენების გაძლიერება პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ევრაზიული კავშირი რუსეთის გავლენის გაზრდის ერთ-ერთი პროექტია, თუმცა არა მთავარი. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად ევრაზიურ კავშირში გააერთიანოს თავისი სამეზობლო, არამედ მის საზღვრებთან არ დაუშვას სხვა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების მოახლოება.

ჩვენ მხოლოდ ჩვენს მიმართულებას ვაკვირდებით ხოლმე. სინამდვილეში რუსეთი აძლიერებს საკუთარ არმიას ყველა სივრცესა და სფეროში: ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში, დასავლეთის მიმართულებით, სამხრეთსა და აღმოსავლეთით, აგრძელებს არმიის გადაიარაღებას, ძველი ტექნიკის მოდერნიზებასა და ახლის მიღებას. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა გაასამმაგა სამხრეთ სამხედრო ოლქი. ეს პროცესი გრძელდება და შემდგომშიც გაგრძელდება, რაც ჩვენგან მოითხოვს ერთი მხრივ გონივრულ პოლიტიკას, მეორე მხრივ თავდაცვისა და უსაფღხტოების სისტემის განმტკიცებას”,-ამბობს “მეტრონომთან” სალუქვაძე.

იტვირთბა....