ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩიტაძე: რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერაზე იმედი პრემიერის განცხადებამ გაუჩინა

საერთაშორისო ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ  ჟენევის მორიგი მოლაპარაკებების რაუნდი კვლავ უშედეგოდ დასრულდება, რადგანაც როგორც რუსეთი, ასევე საქართველო საკუთარ პოზიციაზე დარჩება.

ჩიტაძე ამბობს, რომ საქართველო არ დასთანხმდება იმ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, სადაც კონფლიქტის მხარედ სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველო იქნებიან.

ექსპერტი აცხადებს, რომ რუსეთი ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას დიდ ხანია ცდილობს, თუმცა საქართველო მსგავს შეთანხმებაზე არასდროს წავა. მითუმეტეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე  2008 წლის 12 აგვისტოს ხელი უკვე მოწერილი აქვს.

„რუსული მხარე როდესაც ცინიკურად აცხადებს, რომ ის კონფლიქტის მხარე არ არის, რა სახის შეთანხმებაზე შეიძლება იყოს საუბარი, ცოტა რთული წარმოსადგენია. თუ საქართველო ცეცხლის შეწყვეტაზე ხელს რამეზე მოაწერს, ეს რუსეთი უნდა იყოს. არ არის გამორიცხული, რომ კარასინის და რუსეთის იმედები პრემიერის განცხადებას უკავშირდეებოდეს, რომელიც მან ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გააკეთა.

პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს პირდაპირი დიალოგი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან აწარმოოს. თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კარასინის იმედები უარყო და განაცხადა, რომ საქართველო არ დაუშვებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სახელმწიფო დელეგაციების წარმომადგენლები მოლაპარაკებაში დამოუკიდებლად იყვნენ წარმოდგენილები. გამომდინარე აქედან საქართველომ უკვე მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა. კვირიკაშვილის განცხადება შეცდომა იყო და რუსეთის ხელისუფლებას ფუჭი იმედები მისცა“,-განაცხადა ჩიტაძემ „მეტრონომთან“.

იტვირთბა....