საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო ბოლო ვადას გარკვეული მიზნებისთვის გამოიყენებს. ჩიტაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული მან განსაკუთრებული აგრესია მეზობლების მისამართით გამოიყენოს. ეს რიტორიკა კი ჩიტაძის აზრით, მის საპრეზიდენტო არჩევის შემდეგ სიტყვის გამოსვლის დროსაც იგრძნობოდა.
მისი თქმით, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ისეთი სტრატეგიული ხასიათის ბირთვული რაკატები, რომლებმაც შეიძლება გვერდი დასავლეთის რაკეტ საწინააღმდეგო სისტემებს უპრობლემოდ აუაროს. ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს იყო პუტინის მხრიდან გარკვეული ძალის დემონსტრირება და მუქარა. მისი აზრით, თუ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები არ იქნება, ის მსგავს მუქარებს სისრულეში მოიყვანს.
„სანამ დასავლეთი პუტინს მუქარის საშუალებას მისცემს ის ამ მუქარას გააგრძელებს. ქვეყნებიდან მხოლოდ რუსი დილომატების გაძევება არაფერს ნიშნავს. ეს პუტინის ძალაუფლებას ვერაფრით დააზიანებს. საპრეზიდენტო ვადა პუტინისთვის ბოლოა, შესაბამისად ის რეგინში და განსაკუთრებით სამეზობლოში საკუთარი ინტერესების გატარებას უფრო აგრესიული მეთოდებით დაიწყებს.
მეორეს მხრივ რუსეთიც გამოაძევებს დიპლომატებს. ამით კი არსებითად არაფერი შეიცვლება. საერთოჯამში რადიკალური ცვლილებები იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს გაატარებს სხვა დანარჩენი პუტინს ვერაფერი შეაფერხებს. ვიცით, რომ რუსეთი ევროპაშ ყოველ წლიურად 130-150 მილიარდ კუბურ მეტრ აირის ექსპორტს ახორციელებს. ამიტომაც მისი შეფერხება ძალიან რთული საკითხია და ეს ადვილი გასაკეთებელი არ იქნება. პუტინს ახლა უკვვე საკუთარი დღის წესრიგი აქვს და კაცმა არ იცის მისი მთავარი მიზანი თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში რა შეიძლება იყოს“,-აცხადებს „მეტრონომთან“ ჩიტაძე.