ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სექსუალური შევიწროება და ზეწოლა: უგრეხელიძე წულუკიანის შეხვედრა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

სექსუალური შევიწროების სკანდალურ საქმეზე პაპუნა უგრეხელიძისა და თეა წულუკიანის დაანონსებული შეხვედრა, სავარაუდოდ, დღეს შედგება. სწორედ ამ შეხვედრაზე დაუსვამს იუსტიციის მინისტრი რეესტრის ხელმძღვანელს უხერხულ შეკითხვებს.

წულუკიანი უგრეხელიძისგან მეტ კონკრეტიკას და განმარტებებს ელოდება. მძიმე ბრალდებების მიუხედავად თეა წულუკიანი არც პაპუნა უგრეხელიძის გათავისუფლებასა და არც სასამართლო პროცესების დასრულებამდე მისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებას გეგმავს.

იუსტიციის მინისტრი  თეა წულუკიანი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პაპუნა უგრეხელიძესთან დაკავშირებით განცხადებას  გამოეხმაურა.

როგორც წულუკიანმა განმარტა, ის ბრალდებებს მხოლოდ ერთი მხრიდან ისმენს, ამიტომ მას შემდეგ რაც უგრეხელიძე საქართველოში დაბრუნდება,  მას უხერხულ შეკითხვებს დაუსვამს.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა. უგრეხელიძე ახლა სამუშაო ვიზიტით აშშ-შია. მისი სავარაუდო მსხვერლი უკვე პრესასთან ღიად ლაპარაკობს.

იტვირთბა....