“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროებას\თან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთ მინისტრს კარიერა სამუდამოდ უნდა დაენგრეს.
“მინისტრთან რომ ქალი მივა (თან ქალთან) ძალადობის ფაქტით, და ის ამით არც დაინტერესდება და ლამის აბუჩად აიგდებს;
სახალხო დამცველის ანგარიშში ისტორიაში პირველად საჯარო სამსახურში სექსუალური დევნის ფაქტი რომ მოხვდება და მინისტრი “რუსთავი 2″ – ის სიუჟეტამდე, თვეების განმავლობაში, რეაგირებას არ მოახდენს;
ასეთი მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, კარიერა უნდა დაენგრეს სამუდამოდ”, – წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პაპუნა უგრეხელიძესთან დაკავშირებით განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც წულუკიანმა განმარტა, ის ბრალდებებს მხოლოდ ერთი მხრიდან ისმენს, ამიტომ მას შემდეგ რაც უგრეხელიძე საქართველოში დაბრუნდება, მას უხერხულ შეკითხვებს დაუსვამს.
“როგორც ქალმა მინისტრმა მას უნდა მოვუსმინო. მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომელზეც ის პირადადაა მოპასუხე, ამ საქმის მასალები ცნობილია მხოლოდ ამ ორი მხარისთვის. რაც შეეხება სახალხო დამცველს. სახალხო დამცველმა პირადად მას მიაწოდა ეს რეკომენდაცია და არა სამინისტროს. მოგმართავთ ქალებს, იმისთვის, რომ ბრძოლა იყოს წარმატებული მნიშნელოვანია, რომ სანამ ძალიან მკაცრ პოზიციებს დავიჭერთ მოვუსმინოთ კაცებს,”- თქვა წულუკიანმა.
24 მარტს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა.