ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

რუსეთის ელჩები ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსეთის ელჩები ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაციას სააგენტო “რია” ავრცელებს.

24 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 20 ევროპული ქვეყანა  რუსი დიპლომატების გასაძევებლად ემზადება, რომლებიც ე.წ. რუსეთის ჯაშუშურ ქსელთან არიან კავშირში. ეს დიდი ბრიტანეთისთვის გამოხატული ერთგვარი სოლიდარობაა. ბრიტანეთი კი რუსეთს დაზვერვის ყოფილი ოფიცრის და მისი შვილის მოწამვლაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა.

იტვირთბა....