განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამოღებული ხე-ტყის ოდენობა 50 მ3 შეადგენს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ხონის, წყალტუბოს, ბაღდათის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში გაჩერებული ავტომანქანების მძღოლებმა, დასავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოუდგინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის მასალები, რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაუგზავნა.