სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 208 ოჯახი ბათუმში საცხოვრებელ ბინას მიიღებს. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაყრდნობით, გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს.
საცხოვრებელი ბინები განთავსებულია ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, 16-სართულიან კორპუსში. ამავე კორპუსში მიიღებს ბინებს 164 დევნილი ოჯახიც, რომლებიც აჭარაში არიან რეგისტრირებული.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი გამოიყო. კორპუსის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
ეკომიგრანტებისა და დევნილების ოჯახებმა რეგისტრაცია ბათუმში, აღმაშენებლის 19 ნომერში უნდა გაიარონ.