ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„Facebook-თან მიმართებით მკაცრი ზომები გატარდება“: ევროკომისარი

ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში ვერა იუროვამ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-თან მიმართებაში, რომელიც პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების სკანდალშია გახვეული, მკაცრი ზომები გატარდება.

Facebook-თან მიმართებაში მკაცრი ზომების გატარებაზე საუბრობს ევროკომისარი იუსტიციის საკითხებში ვერა იუროვა. საქმე ეხება პერსონალული მონაცემები ბოროტად გამოყენების შემთხვევებს.

როგორც ევროკომისარმა Bild am Sonntag-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „დაუშვებელია 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემებისბოროტად გამოყენება“. იუროვა ამასთან დაკავშირებით Facebook-ის დამფუძნებლისგან ოფიციალურ განცხადებას ითხოვს, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, თუ რა დონით მოხდა ევროპელი მომხმარებლების მონაცემების ბოროტად გამოყენება.

„ეს სკანდალი სიგნალი უნდა გახდეს ყველა ჩვენგანისთვის. თუ როგორ ვეპყრობით პირად მონაცემებს, ამას მასშტაბური შედეგები შეიძლება ჰქონდეს“ – განაცხადა ევროკომისარმა. მანვე დასძნა, რომ სიტუციის სერიოზულად შესავლას გეგმავს შეერთებული შტატების მთავრობაც.

შეგახსენებთ, რომ პერსონალური მონაცემების გამოყენებაში დაადანაშაულეს ბრიტანული კომპანია Cambridge Analytica. საუბარი ეხებოდა საარჩევნო პროცესენში ამომრჩეველზე IT ტექნოლოგიების გამოყენებით ჩარევას.

იტვირთბა....