ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“პუტინი არის მკვლელი, მსოფლიომ უნდა ნახოს ჩემი შვილის ხელები”: არჩილ ტატუნაშვილის დედა

არჩილ ტატუნაშვილის დედის, რუსუდან ტატუნაშვილის თქმით, მისი შვილი სასტიკად იყო ნაწამები და დაზიანებები, თითქმის მთელ სხეულზე აღენიშნებოდა. მისი განცხადებით, არჩილს თითები სულ დაჩეჩქვილი ჰქონდა, ლურსმანი ჰქონდა ჩარტყმული, რკინები უჩანდა თითებში და ხელები სულ დალურჯებული ჰქონდა.

“ტყვია ჰქონდა მარჯვენა მხრიდან ნასროლი და ყურში იყო გავლილი, წვივების სულ დაგლეჯილი და დაჟეჟილი ჰქონდა, ეტყობა, რომ დაჩოქება უნდოდათ და ვერ დააჩოქეს ჩემი შვილი”. – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის დედამ.

“მთელმა მსოფლიომ მინდა დაინახოს ჩემი შვილის ხელები და დაიჯერონ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, პუტინი არის მკვლელი”, – განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა “იმედის კვირასთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი შაბათს დაკრძალეს. ის რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს ცხინვალში და წამებით მოკლეს. ოკუპანტები 26 დღის განმავლობაში არ უგზავნიდნენ ცხედარს მოკლულის ოჯახს.

იტვირთბა....