ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

“ფეხბურთელი მოედანზე დაიღუპა” (ვიდეო)

ხორვატი ფეხბურთელი ბრუნო ბობანი მატჩის დროს გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი ხორვატიის ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის შეხვედრის მიმდინარეობისას მოხდა.”მარსონიასა” და “სლოვენიას” მატჩის მე-15 წუთზე, 25 წლის ფეხბურთელს ბრუნო ბობანს მეტოქის  დარტყმული ბურთი მკერდში მოხვდა, რის შემდეგაც ის მოედანზე დაეცა. ექიმები დაზარალებულის დასახმარებლად მოედანზე სწრაფადვე შემოვიდნენ, თუმცა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.

თუ რა გახდა ბობანის დაღუპვის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ეს გვამის გაკვეთის შემდეგ გახდება ცნობილი.

https://youtu.be/zL1bW4JMlSU

sporter.ge

იტვირთბა....