ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

სკანდალი Facebook-ის წინააღმდეგ: ევროკომისარი მკაცრი ზომების გატარებით იმუქრება

“Facebook-ის მიმართ შესაძლოა მკაცრი ზომები გატარდეს პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების ბრალდებით” – ასეთი განცხადება ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში ვერა იუროვამ.

მისი თქმით, 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემების ბოროტად გამოყენება მიუღებელია. ასეთი კომენტარი მან გერმანულ გამოცემა Bild am Sonntag-ს მისცა.
მან Facebook-ის ხელმძღვანელობისგან ოფიციალური განცხადება მოითხოვა. მისი თქმით, აშშ-ის მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირი დაარწმუნეს, რომ ამ სიტუაციას სერიოზულად განიხილავენ და საჭირო ზომების მომზადებაზე მუშაობენ.

„ეს სკანდალი სიგნალი უნდა გახდეს ყველა ჩვენგანისთვის. თუ როგორ ვეპყრობით პირად მონაცემებს, ამას მასშტაბური შედეგები შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა იუროვამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ბრიტანული კომპანია Cambridge Analytica დაადანაშაულეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესებში ერეოდა ამომრჩევლებზე IT ტექნოლოგიების გამოყენებით.

იტვირთბა....