ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთი საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს – იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას

რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, არაკანონიერად ჰყავს განთავსებული შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებზე და ამ საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს, ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეის მონაწილეებს ჟენევაში.

მან ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა არჩილ ტატუნაშვილის გატაცების ფაქტს.

„დღესდღეობით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%; არაკანონიერად ჰყავს განთავსებული შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებზე; ხელს უწყობს საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში; და ამ საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს – იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას (უახლესი შემთხვევა იყო არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, რომელიც წამების შედეგად გარდაიცვალა ცხინვალის ციხეში), ზღუდავს თავისუფლად გადაადგილების უფლებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ამ რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, ართმევს ბავშვებს მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლებას“,- განაცხადა პარლამეტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილების მიუხედავად, ჰქონდეთ იძულებით გადადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს მშვიდობინად სახლში დაბრუნების უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული პირები თავის გადარჩენის გამოწვევის წინაშე დგანან.

„აღმართავენ მავთულხლართებს, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფლად გადაადგილებას ზღუდავას, არამედ იწვევს სამწუხაროდ არაკანონიერად ჰყოფს შუაზე სოფლებს და ზოგჯერ ოჯახებსაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იძულებით გადაადგილებული პირებიცა და ის მოსახლეობაც, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის გადარჩენისა და ძირითადი კეთილდღეობის უდიდესი გამოწვევის წინაშე დგანან.

აღნიშნული სიტუაცია გადაულახავ დაბრკოლებას უქმნის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლებში დაბრუნებას, და წარმოშობს იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღის საფრთხეს.

ეს ყველაფერი ხდება გაეროს გენერალური ასამბლეის იმ დადგენილებების მიუხედავად, რომლებიც ადასტურებენ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებას, მშვიდობიანად და ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში, რომლებიც ადასტურებენ ძალისმიერი დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობასა და საკუთრების უფლებებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟენევაში.

იტვირთბა....