სურამში ადგილობრივი მოსახლეობა 12 მეასედი ტყის ფართობის გასხვისებას აპროტესტებს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. ადგილობრივების განცხადებით, გასხვისებულ ადგილზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, რასაც შესაძლოა ცუდი შედეგები მოჰყვეს.
„ტყის მასივის შუაგულში ერთი მდელოა და დამსვენებლებისთვის ეს საუკეთესო ადგილია. ჩვენი შემოსავალი არის სეზონურად ბინების გაქირავება. სურამელები აქ სასტუმროს მშენებლობას ვაპროტესტებთ. ეს ადგილი შესწავლილიც არაა სეისმურად რამდენად მდგრადია. მშენებლობამ შესაძლოა, ცუდი შედეგი გამოიღოს”,- გნაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მზია გრიგალაშვილიმა.
წყარო: 1tv.ge