“მიხეილ მესხის” სტადიონზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ფეხბურთში ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ლიტვის ნაკრებებს შორის.
საქართველომ მეტოქეს პირველ ტაიმში 4 გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 4:0.
გოლები პაპუნაშვილმა, ქვილითაიამ, ჩაკვეტაძემ და ყაზაიშვილმა (პენალტით) გაიტანეს.