ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ტერორისტული აქტს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი სამართალდამცველი კი დაჭრილია.
ქალაქის ცენტრში, პოლიციის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, დანაღმული მანქანა აფეთქდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ეგვიპტის შინაგან სამქეთა სამინისტროს განცხადებით, ტერორისტების სამიზნე პოლიციელები იყვნენ თუმცა, მომხდარზე პასუხმსგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
წყარო: 1tv.ge