ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არჩილ ტატუნაშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

დღეს არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წილკნიდან წეროვნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. პანაშვიდს ყოფილი პრემიერი ბიძინა ინავიშვილიც ესწრებოდა.

ყოფილი სამხედრო, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ცხედარი 10 მარტს გადმოასვენეს.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურების მიზეზად ექსპერტიზის ვადას ასახელებდა.

ამ პერიოდის განმავლობაში ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ინტენსიურად მუშაობდნენ.

ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა საქართველოში ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა, რომლესაც წამების მსხვერპლთა რაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა, როგორც 1tv.ge იუწყება,  “ემპათიას“ მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.

იტვირთბა....