ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ხარაგაულში, რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო  შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნის გადაბრუნების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. გზის მიმდინარე მონაკვეთზე მოძრაობა დრობით შეზღუდულია და მალე აღდგება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....