ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხიდაშელი: “საქართველო ომშია და ტატუნაშვილიც ომის პირობებში მოკლეს”

ვფიქრობ, რომ მთავარი შეცდომა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უშვებს დღეს, სწორედ ეს არის: ჩვენ ძალიან ხშირად ვართ ვითარებაში, როცა გიჩნდება განცდა, რომ რაღაც სხვა ქვეყანაზე საუბრობენ, რომ აქ რუსის ჯარი აღარ არის, რომ აქვე ოკუპანტი არ საქმიანობს ზუსტად ისე, როგორც მას მოსკოვიდან უკვეთავენ, – ასეთი განცხადება გააკეთა თინა ხიდაშელმა დღეს წილკანში, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის სამძიმრის სათქმელად ჩავიდა.

“ძალიან რთულია რაიმე რეცეპტი გამოწერო, – როგორ უნდა დაიცვა ყოველი მოქალაქე. მთავარი ამ შემთხვევაში ისაა, რომ გაცნობიერებული გქონდეს: ტატუნაშვილი ომის პირობებში მოკლეს, რომ დღეს საქართველო ომშია. სანამ ქვეყნის მოქალაქის მხრიდან ამის ბოლომდე გაცნობიერება არ მოხდება, იგნორირებით საფრთხე არ მცირდება, პირიქით, ის იზრდება.

თუ ამ რეჟიმში ვართ, თუ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ომის პირობებში ვიმყოფებით, მაშინ მოქალაქეც და ხელისუფლებაც სხვანაირად იქცევა, უფრო მაღალი გაქვს სიფრთხილის განცდაც. ვფიქრობ, რომ მთავარი შეცდომა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უშვებს დღეს, სწორედ ეს არის: ჩვენ ძალიან ხშირად ვართ ვითარებაში, როცა გიჩნდება განცდა, რომ რაღაც სხვა ქვეყანაზე საუბრობენ, რომ აქ რუსის ჯარი აღარ არის, რომ აქვე ოკუპანტი არ საქმიანობს ზუსტად ისე, როგორც მას მოსკოვიდან უკვეთავენ” – თქვა ხიდაშელმა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

იტვირთბა....