ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნანი ბრეგვაძის მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო

ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის მოსკოვში 28 მარტს დაგეგმილი კონცერტი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „კვირის პალიტრა“ ავრცელებს. მათ საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია. ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება კონცერტი, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

რამდენიმე დღის წინ ნანი ბრეგვაძის შვილმა, ეკა მამალაძემ ტლეკომპანია “იბერიას” განუცხადა, რომ ნანი ბრეგვაძეს არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამო მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი შესაძლოა გაეუქმებინა.

იტვირთბა....