სამხრეთ საფრანგეთში, სადაც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სუპერმარკეტში ადამიანები მძევლად აიყვანა, ერთი ადამიანი გარდაცვლილია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძევლებმა სუპერმარკეტიდან გამოსვლა შეძლეს და შიგნით მხოლოდ ბოროტმოქმედი და პოლიციის თანამშრომელი რჩებიან.
შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც სამხრეთ საფრანგეთში, დღეს დილით, მძევები აიყვანა, განაცხადა, რომ ISIS-ის წარმომადგენელია. ადგილზე მიმდინარეობს ანტიტერორისტული ოპერაცია.