ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ბაქრაძე: მე დანაშაული ჩავიდინე

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ზაზა(ზურაბ) ბაქრაძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას სურს სასამართლოს წინაშე სიმართლე თქვას.

“ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა დღეს პატიმრობაში ვიქნები თუ არა – მე დღეს მინდა სასამართლოს წინაშე სიმართლე ვთქვა და ვალი მოვიხადო იმ ადამიანების წინაშე ვისაც აღარ ჰყავთ 19 წლის ბიჭი, რომელიც ახლა 33 წლის იქნებოდა. მათ მოვუხდი პირველ რიგში ბოდიშს და ჩემს შვილებს. მე ჩავიდინე დანაშაული. მართალია, მათი შვილის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ის გაგრძელება, რაც ამას მოჰყვა, არანაირად არ იყო ამაზე ნაკლები. მე ეს გადაწყვეტილება გუშინ ან გუშინწინ არ მიმიღია. 2013 წელს მე სატელევიზიო ეთერში იგივე ვთქვი, უბრალოდ იყო მომენტი, რასაც სასამართლოს მოვახსენებ, რამ შეუშალა ხელი იმას, დეტალურად მეღიარებინა დანაშაული”, – განაცხადა ბაქრაძემ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა.

მისი თქმით, 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს.

იტვირთბა....