მომიტინგეებს შეეძლოთ გადმოეთრიათ გიორგი გაბუნია მანქანიდან და ეცემათ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს, – ამის შესახებ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე „ქართული მარშის“ ბრალდებული წევრების ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ტელეკომპანია „რუსათავი 2“-თან შეკრებილების აქცია მშვიდობიანი იყო, ტელეკომპანიიდან კი “ათლეტური აღნაგობის პირები გამოვიდნენ, რომლებმაც მათი პროვოცირება მოახდინეს”.
“მერე რა, რომ აქციის მონაწილეები იგინებოდნენ? ამისთვის არავინ დაუჭერიათ”, – განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.
„რუსთავი 2“- თან განვითარებული მოვლენების შედეგად, სულ 6 პირია დაკავებული. აქციის მონაწილეებმა არხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით, 6 პირი კი, სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.