პარლამენტში გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს “კურიერთან” საუბრისას პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ქალს ჭირდება მოვლა და გაფრთხილება.
„ამის კანონის ხარისხში აყვანა არ გამოიწვევს კარგ შედეგს. დავაპირისპირებთ ხალხს ერთმანეთთან, დაპირისპირებას შეუწყობს ხელს თორემ, იმას ნუ გვამტკიცებინებთ და უხერხულია, რომ ქალები როგორ გვიყვარს და როგორ პატივს ვცემთ. ქალს სჭირდება მოვლა, ქალს სჭირდება გაფრთხილება. თუ ის ადამიანები საჯარო სამსახურში არიან, მოდი, მათ შევუმციროთ სამუშაო დრო. მეტი დრო მივცეთ სახლისთვის, თავს მიხედოს, ოჯახს, სამეგობროს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.