საფრნაგეთში, ქალაქ ტრებში ერთ-ერთ სუპერმარკეტში, თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით INDEPENDENT– ი წერს.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდარი ტერორისტულ საქმიანობას უკავშირდება. ასევე, მედიაში იწერება, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ISIS-ისადმი მხარდაჭერა გამოხატა. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ სანამ თავდამსხმელი მძევლებს აიყვანდა, მანამდე პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.
ამ წუთებში მიმდინარეობს კონტრტერორისტული ოპერაცია.