aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კარტოფილის შემდეგ ტრაქტორი: ლუკაშენკომ მარგველაშვილი დაასაჩუქრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მცირე ზომის ტრაქტორი BELARUS-152 აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

2016 წლის ოქტომბერში, საქართველოში ვიზიტისას, ლუკაშენკომ მარგველაშვილს ბელარუსული სათესლე კარტოფილი აჩუქა. 2017 წლის სექტემბერში მარგველაშვილმა ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კარტოფილის უხვი მოსავალი აიღო და ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა:

“ბარაქიან შემოდგომას გისურვებთ! ბელორუსული სათესლე კარტოფილის გამოყენებით, დაცულ აგროვადებში, უხვი მოსავალი — 1 ტომრიდან 6 ტომარა კარტოფილი მივიღეთ. მადლობა მეგობრებს!” — დაწერა მარგველაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

იტვირთბა....