ცის ყვითელი შეფერილობა სამხრეთიდან ჰაერის ცივი, შედარებით ნოტიო მასებიდან წამოსულ ქვიშას უკავშირდება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა.
მისი თქმით, სამხრეთის რეგიონიდან ჰაერის ნაკადმა ქვიშა წამოიღო და ჰაერში ახლა ყვითელი ფერის ქვიშაა, რამაც სავარაუდოდ, გამოიწვია ცის ყვითელი შეფერილობა.
დღეს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი და შესაძლოა მღვრიე წვიმა დაფიქსირდეს.