ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შესაძლოა, 14-მა ოპოზიციურმა პარტიამ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს

14-მა ოპოზიციურმა პარტიამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ვანსა და ხონში გაიმართება, შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს დაგეგმილ „ლიდერთა საბჭოს“ სხდომაზე იქნება მიღებული.

არჩევნების ბოიკოტირების საკითხის განხილვის გარდა ოპოზიციური პარტიები იმსჯელებენ ლეიბორისტების ინიციატივაზეც. საუბარია არჩევნებში მონაწილეობის საყოველთაო, სამართლებრივ მოვალეობად გამოცხადებაზე.

„სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს დავალდებულება საზოგადოების, ამომრჩევლის, რომ ის აქტიურად ჩაერთოს საარჩევნო პროცესში, ხმის მიცემის პერიოდში,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

იტვირთბა....