ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

24 მარტს, 11 საათზე, ლისის ტბაზე, “დედამიწის საათის” დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გაიმართება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თბილისის მერიის დასაქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, 24 მარტს, 11 საათზე, ლისისი ტბაზე გაიმართება “დედამიწის საათის” დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება, რომლის მიზანიც ეკოლოგიის, ბუნების დაცვის პოპულარიზაციის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა.

“დედამიწის საათი” მთელ მსოფლიოში უკვე მეათედ აღინიშნება, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის – WWF მიერ, რომლის მიზანიც არის, მილიონობით მხარდამჭერის ძალა, კლიმატის ცვლილებაში ცვლილების შეტანის მიზნით მთელ მსოფლიოში გაოიყენოს. სპორტული აქციის ფარგლებში გაიმართება ველომსვლელობა, აგრეთვე გარბენი 6კმ დისტანციაზე. მონაწილეები დასაჩუქრდებიან სამახსოვრო მაისურებით და სერთიფიკატებით, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

იტვირთბა....